საზოგადოება
სასკოლო ღონისძიებები - პრევენცია თუ ფორმალობა?!
FaceBook

ძალადობა და ოჯახში ძალადობა-დისკრიმინაცია, ბულინგი და კიბერბულინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელ თემებსაც ღონისძიებათა ციკლი უნდა მიუძღვნას საქართველოს ყველა სკოლამ.


განათლების მინისტრის პირდაპირი ბრძანებულების თანახმად სკოლები ვალდებული არიან ეს გააკეთონ.


ამის პარალელურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქვეყნებს სტატისტიკას. რომლის თანახმად  2018-2019 სასწავლო წლებში საჯარო სკოლებში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაზიანების 76 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წლის იანვრამდე მონაცემებით – 21.

2018-2019 სასწავლო წლებში მანდატურების მხრიდან დაფიქსირებულია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2580 ფაქტი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) 1209 ფაქტი.


ზემოთხსენებულმა საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიამ ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ, წესით პრევენციის როლი უნდა შეასრულოს და შეცვალოს მანდატურის სამსახურის სტატისტიკა.  გარკვეულწილად უნდა შეამციროს ძალადობის და ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სკოლებში.

პირველმა უნდა განსაზღვროს მეორე.


ეს იდეაში.


თუმცა სანამ იდეები შეისხამენ ხორცს, მანამდე საჭიროა მათ შესახებ საუბარი, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ ხშირი საუბარი.

თემათა აღნიშნულ ჩამონათვალს მიყვებიან ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში. აჩვენებენ ფილმებს ბულინგის, ოჯახური ძალადობის და ა.შ. თემაზე. რის შემდეგაც მიმდინარეობს დებატები. ბავშვები და უფროსები საუბრობენ ფილმიდან მოწოდებული ისტორიის მაგალითზე.


ძალადობის საკითხს მიეძღვნა კვირეული, „არა ძლადობას“, ქუთაისში მოქმედ აფხაზეთის განათლების სამინისტროს #5 საჯაროში სკოლაშიც.

სხვანაირად რომ ვთქვათ სკოლები მინისტრის  ბრძანებას ემორჩილებიან.


თავად ის ფაქტი, რომ სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ და ჯანსაღი ცხოვრების წესის სასარგებლოდ ღონისძიებები ეწყობა თავისთავად დადებით მოვლენად მიაჩნია მათემატიკის მასწავლებელ მარი ჩიტაიშვილს, თუმცა იგი განასხვავებს სკოლის ფორმალურ ძალისხმევას და რეალურ სურვილს შეცვალოს რაიმე ან ვინმე.

„მახსოვს შემთხვევა, როდესაც დებატებში მონაწილე ბავშვები, რომლებიც მგზნებარედ საუბრობდნენ ბულინგის პრობლემაზე, რეალურ ურთიერთობაში თავად გამოსულან ბულერის როლში“, - ამბობს მარი ჩიტაიშვილი.


ამ შემთხვევაში სასკოლო ღონისძიება არასაკმარისია და იმის საჭიროება ხდება, რომ მასწავლებელმა ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლეებთან, მიაჩნია 23-ე სკოლის მასწავლებელს.


„ბავშვი ან ვერ აცნობიერებს და ზეპირად მსჯელობს ან თვალთმაქცობს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებით და  საუბრები უნდა ჰქონდეს მოსწავლესთან. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხები. თუმცა, ხშირად სწორედ მშობლები და პედაგოგები ვერ ხვდებიან  და უყურადღებოდ რჩებათ ეს თემები ან ვალდებულების მიზნით შესრულებული გამოუდით“, - ამბობს მარი.

ფორმალური ღონისძიებების. ნულოვან შედეგზე საუბრობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ფრუიძეც. იგი მიუთითებს თავად პედაგოგების ვალდებულებასა და რეალურ დაინტერესებაზე - არ გამორჩეთ ბულინგის, ძალადობის  თუ სხვა შემთხვევები.


„ჩემთვის არავის დაუვალებია,მე თვითონ ვცდილობ გავიგო ამის შესახებ და შეძლებისდაგვარად დავეხმარო ჩემს ბავშვებს...ზოგადად ამ საკითხს რომ სათანადო ყურადღება ექცეოდეს, შედეგიც თვალსაჩინო იქნებოდა...სამწუხაროდ, ეს დღემდე პრობლემური საკითხია... ამის თქმა შემიძლია ღიად“, - ამბობს ლელა ფრუიძე.


მნიშვნელოვანია თემების მიმართ ნაკლები ყურადღება პრობლემურ საკითხად მიაჩნია 14 წლის ნინოსაც. გოგონა ამბობს, რომ  მის სკოლაში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი ღონისძიებების შესახებ იცის, მაგრამ მათში მონაწილეობა არასდროს მიუღია. თუმცა თემები საინტერესო და მნიშვნელოვანი ეჩვენება. ისურვებდა მათზე  მეტ ინფორმაციას და მეტ საუბრებს.

„ბულინგზე, ოჯახურ ძალადობაზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი გველაპარაკება, სხვები მარტო საგნის სწავლებაზე არიან მომართული. პირადად მე სწორედ იმ მასწავლებლის გაკვეთილები მაინტერესებს, ვინც გაკვეთილთან ერთად ამ თემებზეც საუბრობს, ვისაც აინტერესებს ჩვენი პრობლემები“ , - ამბობს ნინო.


ფორმალური სწავლების და მოვალეობის მიზნით შესრულებული საქმის არაეფექტურობის მიუხედავად მარი ჩიტაიშვილი არც სოციალური კამპანიების როლს გამორიცხავს. მისი თქმით, სოციალურ კამპანიებს რეალურად აქვთ ძალა და შეუძლიათ შეცვალონ გარემო. მაგალათად, ქალთა საკითხების წამოწევამ სხვანაირად გააძლიერა ახალი თაობის გოგონები.

„ჩვენი თაობა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი დედების და ბებიების თაობა იყო. მეტი მომთხოვნია თანასწორობის, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა ჩვენზე ძლიერია. არაფერს დათმობენ და უსამართლო ჩაგვრას, გვერდზე გაწევას მხოლოდ იმიტომ რომ  გოგონა და ქალია, არაფრით შეეგუებიან. ეს აღმოჩენა ძალიან მახარებს“, - ამბობს მარი ჩიტაიშვილი.


სოციალური კამპანიის მნიშვნელობასა და გავლენაზე საუბრობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძეც.

„ერთი და იგივეს გამეორებას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს.  რომ არ ქონდეს მაშინ რეკლამებიც არ იქნებოდა. თუმცა ვერ იტყვი, რომ  ერთ კონკრეტულ ინდივიდზე უეჭველი იქონიებს გავლენას, მაგრამ მასებზე -აქვს. თუ მასას აიღებ და სტატისტიკურად დაიანგარიშებ, ნახავ, რომ მათზე  მოქმედებს. მაგრამ მცირე ნაწილზე ბუმერანგის ეფექტი შეიძლება მიიღო. აბსოლუტურად გაუწყალდეს და არაფრად ჩააგდოს შენი მიწოდებული თემა", - ამბობს დავით ფორჩხიძე.


დავით ფორჩხიძე ზომიერებაზე მიუთითებს სასკოლო ღონისძიებების შემთხვევაშიც. არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა, ამბობს ფსიქოლოგი.

„თუკი ყოველ დღე გიმეორებენ და ერთფეროვნება  ჩნდება. მაშინ სათქმელი გადაიქცევა ხმაურად, რომელსაც უკვე აღარ მიაქცევ ყურადღებას. მაგრამ წელიწადში ერთხელ და ორჯერ თქმაც არ არის საკმარისი".

მინისტრის ბრძანებულებაში ნათქვამია რომ სკოლა ვალდებულია, სასწავლო წლის განმავლობაში, სულ მცირე ორჯერ აწარმოოს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით ორი საკმაოდ ცოტაა.


შესაბამისად, რაც  უფრო იქნება საგანმანათლებლო კამპანია, მით მეტი იქნება

მანდატურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში დაპირისპირებისა და ძალადობის ამსახველი ციფრები.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #განათლება
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.