საზოგადოება
საპენსიო ასაკის გამო პირის სამსახურიდან გათავისუფლება აღარ მოხდება
FaceBook
დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურებაც გაიზრდება - 600 ლარიდან 1000 ლარამდე



პირველად საქართველოს ისტორიაში ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვით 65 წელს მიღწეული პირები, საპენსიო ასაკის გამო აღარ განთავისუფლდებიან სამსახურიდან, ხოლო დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურებაც გაიზრდება - 600 ლარიდან 1000 ლარამდე (ზედა ზღვარი). გარდა ამისა, დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არამარტო შტატიანი, არამედ უშტატო თანამშრომლებიც.
ხსენებული კანონპროექტის ინიციატორი გახლავთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
Mediacity-ს დეტალებზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე:
- დავიწყებ იმით, რომ 64-ე მუხლში განისაზღვრა დეკრეტული შვებულების ოდენობა ხელფასის ოდენობით, რაც ადრე არ იყო განსაზღვრული. კერძოდ, თუ მანამდე განსაზღრული იყო ზედა ზღვარი 600 ლარზე, ჩემი ინიციატივით განისაზღვრა და გაითვალა 1000 ლარი. მაგრამ ეს ეხებოდა მხოლოდ შრომით კოდექს და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ჩანაწერი არ იყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ 84-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არა მარტო შტატიანი, არამედ შტატგარეშე თანამშრომლებიც, რაც მანამდე არ იყო. და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - 108 მუხლიდან ამოვიღეთ საჯარო სამსახურიდან ასაკის გამო მოხელის განთავისუფლების ნორმა. დაუშვებელია ასაკის გამო დისკრიმინაცია და ჩემი კატეგორიული მოთხოვნა სწორედ ამაში გამოიხატებოდა, რომ თუ მოხელე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც კვალიფიციურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, იგი სამსახურიდან არ უნდა განთავისუფლდეს. ჩემი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიონერები იქნებიან დაცული საკანონმდებლო დონეზე. ანუ ისინი ასაკის გამო სამსახურიდან აღარ განთავისუფლდებიან.
- და 70, 80 წლამდე შეუძლიათ იმუშავონ?
- დიახ. თუ მანამდე 65 წლის შემდეგ ისინი თავისუფლდებოდნენ, ამჯერად ასაკი არ იქნება პირობა იმისა, რომ მხოლოდ ასაკის გამო იქნას პენსიონერი განთავისუფლებული.
- როდის შევა კანონი ძალაში?
- 2017 წლის 1 იანვრიდან.

წყარო: mediacity.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.