საზოგადოება
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტი დაიწყო
FaceBook
იმერეთის რეგიონში "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. აქედან, ხვნის ბარათს 114 756 ფერმერი.

აღნიშნულის შესახებ შეხვედრა სოფლის მეურენობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლებს შორის გაიმართა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მარიანა მორგოშიას განმარტებით, აღნიშნული პროექტი უკვე სამი წელია წარმატებით ხორცილედება.
ბენეფიციარები, რომლებსაც გააცნიათ 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით, მიიღებენ. ფერმერები, რომელთა საკუთრებაშია 0.25-მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით, ხოლო ბენეფიციარები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურენო საქონელს.
"მნიშვნელოვანია ინფორმაციების გაცვლა მოხდეს, თუ რა ხდება მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოებთან მიმართებაში და ასევე, რა ხელშეწყობა აქვთ ჩვენი პროექტი ფარგლებში ფერმერებს", - განმარტეს სოფლლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტრინე მამისეიშვილის განმარტებით, საგაზაფხულო სამუშაოები მარტის დასაწყისიდან დაიწყება. მისი თქმით, 18 ერთული ტრაქტორი უკვე ჰყავთ, რომელსაც კიდევ 6 ერთეული ტრაქტორი დაემატება.
"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში", წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების პროექტი 2013 წელს დაიწყო.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.