საზოგადოება
პირველი სახანძრო მანქანები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ქუთაისში მეხანძრეთა პროფესიული რაზმი არ არსებობდა. ქალაქში გაჩენილ ხანძრებს კი ყარაჩოღელები და თავად მოსახლეობა ებრძოდა.

ხანძრის შესახებ ეკლესიის ზარის საგანგაშო რეკვა იუწყებოდა. ეს ხმა ქალაქის თითოეულ მკვიდრისა და მოსახლეს ავალდებულებდა მაცნეს მითითებებით დაუყოვნებლივ მისულიყო ხანძრის ადგილას და მონაწილეობა მიეღოთ მთელი ცეცხლის ქრონიკაში.

საქართველოში რუსეთის გამგებლობის დამკვიდრების შემდეგ, ქუთაისში ხანძართან მებროლ მოქალაქეებს "ხანძარჩი"- ს, "პოჟარნის," ეძახდნენ. ცეცხლთან მებრძოლებს ასევე ეძახდნენ "ტოპეს" – რაც შმაგს, თავზეხელაღებულს ნიშნავდა.

ხანძართან გამკლავებაში ჩართული იყვნენ ე.წ. მეთულუხჩეები, რომლებიც პოლიციის ბრძანებით მოვალენი იყვნენ რიონიდან წყალი ეზიდათ. ცეცხლი მოსახლეობას ბეგარის სახით უნდა ჩაექრო.

მთელმა რიგმა გამანადგურებელმა ხანძრებმა, პოლიცია აიძულა ნაწილობრივ მაინც გაეუმჯოსებინათ ქუთაისის სახნძრო დაცვის საქმე. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკური სახანძრო დაცვის განყოფილება ქუთაისში 1923 წელს შეიქმნა.

ამ პერიოდში, სახანძროს უკვე ჰქონდა კაპიტალური შენობა და მეხანძრეებს ჰყავდათ სპეციალური მანქანები. მეხანძრეებს ამ პერიოდისათვის უკვე სპეცფორმები ჰქონდათ და რაზმიც 100 – მდე ადამიანისგან შედგებოდა.

მიუხედავად გაუმჯობესებისა, ქუთაისის სახანძრო რაზმის ცხოვრებაში 1840 წლამდე, სხვა გაუმჯობესება არ მომხდარა. ასეთი პრიმიტიული აღჭურვილობის მქონე მცირე რიცხოვანი სახანძრო რაზმი ვერ უზრუნველყოფდა ქალაქს ხანძრების საშიშროებისაგან.

ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარზე შემონახულ ცნობებს გაზეთი "კომუნისტში" ვპოულობთ. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს იყო ქუთაისის ყველაზე რთული ხანძარი, რომელიც ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ნავთობ ბაზაში 100 წუთს გაგრძელდა.

"1979 წლის 12 აგვისტო, შუადღე, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ნავთობაზა. პატარა, სულ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია, სადაც ასობით ტონა ადვილად აალებადი ნივთიერებანია თავმოყრილი. ცეცხლი 13 საათსა და 20 წუთზე გაჩნდა და 15 საათზე ჩააქრეს. ნავთობბაზის ჩამოსასხმელ ესტაკატაზე რამდენიმე მუშა სინტინს ერთი რკინიგზის ცისტერნიდან მეორეში ტუმბავს. პაპანაქება სიცხეა ტემპერასტურა 40 გრადუსს აღწევს. ცისტერნისა და ტუმბოს გახურებული ლითონი ხელსა წვავს. შემდეგ, როცა ხანძარს ჩააქრობენ, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს მუშაკები გამოიტანენ ავტორიტეტულ დასკვნას: ტუმბოს ლითონის ტემპერატურა 45 გრადუსს შეადგენდაო. სიტინის ორთქთლის აალება 49 გრადუსზე ხდება და ამიტომ საკმარისი იყო მცირეოდენ სითხეს გაეჟონა, ტუმბოს ძრავას შეხებოდა, რომ ცეცხლი გაჩენილიყო. აკი გაჩნდა კიდეც თან ისე, რომ ელვის სისწრაფით მოედო ბაზის ტერიტორიას. ცეცხლთან ბრძოლის ამ ასი წუთიდან თითოეულს შეიძლებოდა კატასტროფა მოჰყოლოდა. შეზღუდულ, ნაგებობებითა და საცავებით ჩახერგილ ტერიტორიაზე საბრძოლო ჯგუფეულებს სამოქმედო ასპარეზი არ ყოფნიდათ. მეხანძრენი ცეცხლში თბოსარეკლავი კოსტიუმებით შედიოდნენ. უკვე პატარ-პატარა აფეთქებები არყევდა მიწას, ისინი კი მიდიოდნენ... შემდეგ როცა ცეცხლის უკანასკნელი ენები გაქრა, როცა ხანძრიდან ნახანძრალიღა დარჩა, ითქვა, რომ - ასე რთული ხანძრი ქუთაისს არ ახსოვსო...," – აღწერილია გაზეთ "კომუნისტის" №193 გამოცემაში. (1979 წლის აგვისტო)

სურათზე ქუთაისში პირველი სახანძრო მანქანების ფონზე დგანან ქუთაისელი მეხანძრეები. ფოტო გადაღებულია 1923 წელს


ამავე თემაზე:

ცნობილი სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ღია ტიპის კაფეების შემდეგ,
მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც.
8 ივნისიდან
მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს
რეკომენდაციების დაცვით.
10:10 / 02.06.2020
ღია ტიპის კაფეების შემდეგ, მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც. 8 ივნისიდან მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.
ქუთაისში უძველესი
სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს.
თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან
გვიან გავიგოთ.
11:03 / 30.05.2020

ქუთაისში უძველესი სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს. თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან გვიან გავიგოთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.