საზოგადოება
მასშტაბური დანაგვიანება და სტიქიური ნაგავსაყრელები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ნიკეასა და თაბუკაშილის ქუჩებზე სტიქიური ნაგავსაყრელების კერა გაჩნდა.

დანაგვიანებული ტერიტორიები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ შესაძლოა კორპუსებამდეც მიაღწიოს.

რა ტიპის ნარჩენი იყრება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოში:



გარემოს დაბინძურების ფაქტებზე რეაგირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. როგორ რეაგირებს უწყება კონკრეტულ შეტყობინებაზე ქუთაისიპოსტმა ექპერიმენტი ჩაატარა.

14:10 წუთი: ნიკეას ქუჩაზე, სტიქიური ნაგავსაყრელის ერთ-ერთ ადგილიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 153 დავრეკეთ. ოპერატორმა მონაცემები ჩაიწერა და შესაბამისი უწყებისთვის მიწოდებას დაგვპირდა.

14:20 წუთი: ქუთაისიპოსტის ჟურნალისტებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის ცენტალური ფილიალის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა. მან ჩვენი ადგილსამყოფელი დააზუსტა და გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში ადგილზე თავადაც მოვიდოდა.

14:45 წუთი: უწყების წარმომადგენლები, ნიკეას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც ყველაზე მასშტაბური დანაგვიანებაა, ორი ავტომობილით გამოცხადდნენ. მათ შორის ფილიალის ხელმძღვანელი, თინათინ ჩაკვეტაძეც იყო.

მან თანამშრომლებთან ერთად, ნაგავსაყრელის კერა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია რამდენიმე თვის წინ დაასუფთავეს, თუმცა ფაქტია, სამშენებლო ნარჩენი ამ ადგილებზე ისევ იყრება.

თინათინ ჩაკვეტაძის ინფორმაციით, უწყებას დამრღვევის გამოვლენის შესაძლებლობა მხოლოდ ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ აქვს.

"კონკრეტულ ადგილებში, სადაც სტიქიურად ხდება ნაგავსაყრელების ახალი კერების გაჩენა, ვიდეოკამერების ან ფოტოხაფანგების დამონტაჟება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ საკითხს ჩვენ მაინც ვერ ვწყვეტთ," - აღნიშნა თინათინ ჩაკვეტაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის ცენტალური ფილიალის წარმომადგენლებმა დანაგვიანებული ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები ჩაინიშნეს. მათი თქმით, მონაცემები ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაეცემა, ტერიტორიის შემდგომში დასუფთავების მიზნით.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის
შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
22:05 / 15.06.2022
ქუთაისის მერიის შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
10 დღეზე მეტია, საქართველოში,
სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია
დაიწყო.
16:11 / 11.03.2022
10 დღეზე მეტია, საქართველოში, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.