საზოგადოება
როდის დავდოთ პოსტი facebook-ში, რომ ავიღოთ ლაიქების მაქსიმუმი - Klout-ის კვლევა
FaceBook
ალგორითმი facebook-ზე ზოგიერთ ჩანაწერს სუპერშემჩნევადს ხდის, ზოგს კი საერთოდ შეუმჩნეველს. თოთქოს არც დაწერილა. რატომ ხდება ასე?
ამ კითხვას სვამს The Washington Post - -ის ჟურნალისტი რობერტო ე. ფერდმენი. როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი პოსტის დადების ხელსაყრელი ან პირიქით, არახელსაყრელი დროა.
თუკი თქვენ დადებთ, ვთქვათ, თქვენი ლეკვის ფოტოს გვიან ღამით, მას არავინ ნახავს და შეაფასებს, იმიტომ რომ მეგობრების უმეტესობას ამ დროს ძინავს.
მაშინ როდის დგება ოპტიმალური მომენტი დაპოსტვისთვის ? კვლევითმა საიტმა Klout-მა, რომელიც ზომავს აუდიტორიას და გავლენებს სოცქსელებში,  გააანალიზა დაახლოებით 25 მილიონი ჩანაწერი და 100 მილიონი რეაქცია ამ ჩანაწერებზე. "დასკვანა ასეთია: ჩანაწერები რომლებიც გაკეთებულია გარკვეულ დროს (გვიან დილით ან ნაშუადღევის პირველ რამოდენიმე საათს), ასევე კვირის გარკვეულ დღეებში (ძირითადად სამშაბათს და პარასკევს) როგორც წესი იწვევენ უფრო აქტიურ რეაქციას, ვიდრე სხვა დროს და სხვა დღეებში. ასევე მნიშვნელოვანია სად ცხოვრობთ თქვენ", - წერია გამოცემაში.
ავტორს მოყავს სხვადასხვა ქალაქების მაგალითები. ნიუ იორკში შუადღემდეა აქტივობა, სან ფრანცისკოში - 9:00- დან 10:00-საათამდე პერიოდში, ლონდონში ნაშუადღევს ხოლო პარიზში აქტიურობის ორი პიკია - დილით და ნაშუადღევს. ტოკიოში იდეალური დროა 7:00 და 9:00 საათამდე. 
დღეებს რაც შეეხება, ყველაზე პასიური პერიოდები ხუთშაბათი და ოთხშაბათი, ასევე შაბათ -კვირა. ორშაბთობით კი როგორც ჩანს ყველა საქმეზეა ორიენტირებული, წერს ჟურნალისტი.
"იყავით მომთმენები და გათვალეთ. შეეცადეთ ჩანაწერები გააკეთოთ სამუშაო დღეებშ , დილაობით და ნაშუადღევის პირველ საათებში. ამ დროს თქვენს ჩანაწერს გაცილებით მეტი შეამჩნევს, ვიდრე სხვა დროს", - გვირჩევს The Washington Post
The Washington Post

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.