საზოგადოება
კაცობრიობის 6 ამოუხსნელი აღმოჩენა
FaceBook
კაცობრიობის ისტორია არაერთ ათასწლეულს მოიცავს, მაგრამ მეცნიერებს ამ დრომდე არა აქვთ პასუხები ბევრ კითხვაზე.

არსებობენ არტეფაქტები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოიპოვეს, ისინი  სპეციალისტებს ამ დრომდე საგონებელში აგდებენ.

კოსტა რიკას გიგანტური ქვის ბურთები

იდეალურად მრგვალი ფორმის ამოუცნობი ქვის წარმონაქმნები დიდ ინტრიგას ქმნიან არა მხოლოდ მათი ფორმით, არამედ თავიანთი გაურკვეველი წარმოშვებითაც.  იგი პირველად მეოცე საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს მუშებმა, როლებიც ჯუნგლებს წმენდნენ ბანანის პლანტაციებისთვის. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ამ ქვის ბურთებში ოქრო უნდა ყოფილიყო დამალული. ბევრი ეს პეტროსფერო გააპეს, ბევრი ააფეთქეს, მაგრამ ისინი ცარიელი აღმოჩნდნენ. გაურკვეველია ვის მიერ ან რა მიზნით შეიქმნა ეს პეტროსფეროები. ვარაუდის თანახმად, ეს იყო კოსმოსური მანათობლების სიმბოლოები, რომლებიც აღნიშნავენ დედამიწის სხვა პლანეტებთან დაშორებას.

ბაღდადის ელექტროელემენტი
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბაღდადის მახლობლად აღმოაჩინეს გამოუცნობი არტეფაქტი. იგი წარმოადგენდა 13 სანტიმეტრიან ჭურჭელს, მას ყელში რკინის კვერთხის მსგავსი საგანი უმაგრდებოდა, რომელსაც აბოლოებდა სპილენძის ცილინდრიანი მოწყობილობა.
მეცნიერების აზრით, ამ მოწყობილობას შეეძლო 1 ვოლტი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება.
მეცნიერების აზრით  მოწყობილობას ოქროსთვის იყენებდნენ, თუმცა გაურკვეველია რატომ დაიკარგა მისი დამზადების ტექნოლოგია და
რატომ არ იქნა მსგავსი რამ აღმოჩენილი სხვა რეგიონებში.

ვოინიჩის მანუსკრიპტი

იგი ყველაზე საიდუმლოებით მოცული წიგნია მსოფლიოში. ის დაწერილია გაურკვეველ ენაზე. წიგნს არ ყავს ავტორი, მისი გვერდები გაურკვეველი სიმბოლოებით და უცნაური ილუსტრაციებით არის დაფარული.
მანუსკრიპტის არასტანდარტულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის დაწერილია უნიკალური ანბანის გამოყენებით, რომელიც არ გავს არც ერთ ანბანურ სისტემას. ამ ნიშნებმა ჩიხში შეიყვანა კრიპტოგრაფები. მანუსკრიპტი ამ დრომდე არაა გაშიფრული.

ინკების ოქრის ფიგურები
ოქროს ფიგურები იპოვეს სამხეთ ამერიკაში, გარეგნულად მფრინავ აპარატებს გვანან, თუმცა ამის დაჯერება რთულია. რა იქცა ამ ფიგურების შექმნის მიზეზად გაურკვეველია.
1996 წელს გერმანელმა ავაიკონსტუქტორებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ შექმნეს ინკების ფიგურების ზუსტი ასლები, მხოლოდ 16-ჯერ გაზარდეს ფიგურების ზომები. მათ გაუკეთეს მცირე მოტორი და მოდელებმა არა მხოლოდ ჰაერში აფრენა მოახერხეს, არამედ უმაღლესი პოლიტაჟის ფიგურებიც შეასრულეს.

გენეტიკური დისკი
ამ უჩვეულო არტეფაქტზე - გენეტიკურ დისკზე გამოსახულია საგნები და პროცესები, რისი დანახვაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ შეუძლია. მეცნიერები ფიქრობენ დისკზე შესაძლებელია ასახული იყოს ნაყოფის ჩასახვისა და განვითარების პროცესი.

ანტიკიტერული მექანიზმი
ანტიკიტერული მექანიზმი ითვლება უძველეს გამომთვლელ მექანიზმად, კომპიუტერის პირველ ანალოგად, რადგან გააჩნია რთული კონსტრუქცია. ათწლეულების ძიების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მექანიზმი მზის მთვარისა და პლანეტების მდგომარეობას, მათ გადაადგილებას, ასევე მზისა და მთვარის დაბნელებას აღნიშნავს.
ამ მოწყობილობის შემქმნელმა ათასწლეულით გაუსწრო მის თანამედროვეებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.