საზოგადოება
იმერეთის გუბერნიის „საოცნებო ჯიპები“ (ფოტო)
FaceBook

იმერეთის გუბერნიას 5 ჯიპი ჰყავს, რომელთა საერთო ღირებულება 245 780 ლარია.


მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული ჯიპით,  იმერეთის გუბერნატორი გადაადგილდება. გივი ჭიჭინაძეს 89 688 ლარიანი TOYOTA LC 2000 ემსახურება, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას ენერგეტიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.



გარდა ამისა, სამხარეო  ადმინისტრაციას კიდევ ჰყავს 2013 წლის პიკაპი, რომლითაც მხარის გუბერნატორი რეგიონებში გადაადგილდება.



67 000 ლარიანი TOYOTA PRADO ჰყავს გუბერნატორის პირველ მოადგილეს, გრიგოლ დალაქიშვილს, რომელიც ქუთაისის მერიამ გადასცა.



გუბერნიის  სამივე ავტომანქანის სანომრე ნიშნები “ქართული ოცნების“ პარტიულ ნიშანს - 41 -ს შეიცავს.

ჯიპით გადაადგილდება გუბერნატორის მეორე მოადგილეც. იოსებ ხახალეიშვილს 41 000 ლარიანი TOYOTA PRADO ემსახურება. 



”ჰონდას“ ჯიპი ჰყავს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს, ზურაბ გაბიძაშვილს. 2000 წლის ჯიპი  სამხარეო ადმინისტრაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გადასცა.



გარდა ჯიპებისა, სამხარეო ადმინისტრაციას   5 სედანის კლასის ავტომანქანა ემსახურება.

გუბერნიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არავინ სარგებლობს 29 570 ლარიანი SKODA OQTAVIA -თი. 2013 წლის სედანის კლასის ავტომანქანა, რომელიც ქუთასის მერს და ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, გიორგი ჭიღავრიას ემსახურებოდა, სარგებლობაში ჯერჯერობით არავისთვის გადაუციათ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ავტოპარკი სულ 10 ავტომანქანას ითვლის, რომელთა საერთო ღირებულება 354 490 ლარია. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, ყველა ავტომანქანა სხვადასხვა უწყების მიერ უსასყიდლოდაა გადაცემული.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ახალ
წელს განსხვავებული კალენდრის, ნაწილი კი სხვადასხვა რელიგიური
კანონის გამო 1 იანვარს არ ზეიმობს.
12:09 / 01.01.2020
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ახალ წელს განსხვავებული კალენდრის, ნაწილი კი სხვადასხვა რელიგიური კანონის გამო 1 იანვარს არ ზეიმობს.
ქუთაისის მერია მომავალ წელს,
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით,  შვიდი მილიონი ლარის
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს, თუმცა, ჯერ
გასული წლების დაპირებებიც არ შეუსრულებია.
11:39 / 17.12.2019

ქუთაისის მერია მომავალ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით,  შვიდი მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს, თუმცა, ჯერ გასული წლების დაპირებებიც არ შეუსრულებია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.