საზოგადოება
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ეროვნული ბოტანიკური ბაღების გაერთიანების მიღმა დარჩა
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღების გაერთიანების წევრი აღარ არის.
გადაწყვეტილების მიზეზი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ააიპის გაუქმება და მისი ააიპ "კულტურულ დაწესებულებასთან" შეერთება გახდა.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებზე  საუბრობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღების დირექტორი თამაზ დარჩიძე.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

"განცვიფრებული ვარ იმ გადაწყეტილებით, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რაც ამ ძველ სამეცნიერო დაწესებულებას პრაქტიკულად აუქმებს და მას ბაღის საქმიანობასთან სრულიად შეუსაბამო მუნიციპალური ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალად აქცევს. ქუთაისის ბოტანიკური ბაღის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის გაუქმება და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან მისი შერწყმა, რბილად რომ ვთქვა, შინაარსს უკარგავს ბოტანიკურ ბაღს, როგორც მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევის, მცენარეთა კოლექციების შექმნის, კონსერვაციისა და ეკოლოგიური განათლების მნიშნელოვან ბაზას",  - ამბობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ქუთაისის, თბილისის, ზუგდიდის და ბატუმის ბოტანიკურ ბაღებთან აქტიურად თანამშრომლობდა. ისინი წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებს მართავდნენ, რომელიც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა, კოლექციის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცენარეთა კონსერვაციის ღონისძიებებისა და კვლევის გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ბაღის ლანდშაფტური იერსახის განახლება და სრულყოფას და სხვა საკითხებს განიხილავდნენ. თუმცა,  2018 წლიდან ქუთაისი ბოტანიკური ბაღი აღნიშნული პროცესების მონაწილე ვეღარ იქნება.

თამაზ დარჩიძის თქმით, იქედან გამომდინარე რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ვეღარ იარსებობს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია ის მონაწილებას ვერ მიიღებს სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებში. სადაც ერთობლივი მსჯელობა ხდებოდა მცენარების კოლექციების გამრავლეფოროვნებაზე, მოვლა-პარტონობაზე და ასე შემდეგ.

მისი თქმით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ბოტანიკური ბაღის ძირითადი შინაარსისა და ფუნქციის შენარჩუნებას. ის გვიყვება, რომ ქუთაისის მერიიდან მისთვის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის ან ააიპის დაშლის შესახებ  კონსულტაციები არავის გაუვლია.

"სამწუხაროდ, არავინ დამკავშირებია, თუ რა გეგმები აქვთ და რისი განხორციელბა იგეგმება, რამდენად არის ეს ხელისშემშლელი თავად ბოტანიკური ბაღისთვის" - გვიყვება თამაზ დარჩია.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია  ირწმუენება, რომ ქუთაისი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროცესები ზიანის მომტანი არ იქნება. 

"ეს გადაწყვეტილება არ იქნება ბოტანიკური ბაღისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. ბოტანიკური ბაღი განვითარდება და მის ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება," -  ამბობს გიორგი ჭიღვარიამ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.