საზოგადოება
უკანონო მიშენებით დაკანონებული შემოსავალი ქუთაისის ბიუჯეტში
FaceBook
უკანონო მიშენებისთვის დაჯარიმებული მოქალაქე ქუთაისის მერიას საქალაქო სასამართლოში უჩივის. დაჯარიმებულის აზრით, მერიამ 3000 ლარიანი საჯარომო სანქცია, საქმის შესწავლის გარეშე დააკისრა.
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები მზია ადეიშვილი მერიამ 2015 წლის 31 მარტს, მეზობლების საჩივრის საფუძველზე, 3 ფანჯრის უკანონო მიშენებისთვის დააჯარიმა. (ბრძანება #552)
"ეს არის აბსოლუტურად უკანონოდ გამოტანილი ბრძანება. არსებობს გასული წლის დოკუმენტი, რომლის მეხედვითაც მშენებლობის ნებართვის გაცემა საჭიროებას არ წარმოადგენდა. წელს რატომ გახდა აუცილებლობა დაჯარიმება. მერიამ არ გადაამოწმა ეს ინფორმაცია მაშინ, როცა ის ვალდებული იყო საქმის განხილვა მოეწყო და გაცნობოდა ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტაციას," - ამბობს ბესო ბაქრაძე, დაჯარიმებული მზია ადეშვილის მეუღლე.
ოჯახის 2014 წლის 24 მარტის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად (#343), არსებულ ფართზე ფანჯრის გამოჭრა მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, რადგან ის ექსპლოატაციაში მერიის 2005 წლის 28 სექტემრის განკარგულებით შევიდა.
გარდა ამ დოკუმენტისა, ბესო ბაქრაძე ამბობს, რომ ფანჯრები, რომლის უკანონობასაც მერია ედავებათ, 2012 წლის შესრულებული შიგა აზომვითი ნახაზზე დატანილია.
დაჯერიმებულის მეუღლე ასევე, ამტკიცებს, რომ საჩივარში ერთ-ერთი მეზობლის ხელმოწერა, რის საფუძველზეც მერიამ საჯარიომო საქნცია დააკისრათ, გაყალბებულია.
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ დაჯარიმება არა წინა წლებში არსებული, არამედ ახალი ფანჯრების გამო მოხდა.
ამასთანავე, სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილის ინფორმაციით, მერიაში აღნიშნული საქმის განხილვისთვის ბესო ბაქრაძე გამოცხადდა, თუმცა შენობა ნაადრევად დატოვა და რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
დაჯარიმებულმა ოჯახმა ქუთაისის მერის მიერ გამოტანილი სანქცია საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნულ საქმეს მიმდინარე წლის 21 ივლისს განიხილავენ. მერიის მიერ დაჯარიმებული მოქალაქე იმედივნებს, რომ სასამართლო უწყებაში საქმე მის სასარგებლოს დასრულდება.
"ეს ჩვენი ედეაფიქსი არაა,რომ ვინმე აუცილებლად დაჯარიმებული იქნას. თუკი სასამართლოში წარმოადგენენ შესაბამის დამატებით კანონიერ მტკიცებულებებს, რომ მინაშენები გაკეთებული იყო 2007 წლამდე, საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდება,"- აცხადებს ბაქარ ჭეიშვილი, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის დასრულებამდე, კომენტარს არ აკეთებენ მერიის იურიდიულ განყოფილებაში. თუმცა, მიიჩნევენ, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მზია ადეიშვილის დაჯარმება არ მოხდებოდა.
ქუთაისის მერიამ 2014-2015 წლებში უკანონო მიშენებისთვის სულ 8 კერძო პირი დააჯარიმა. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, არაკანონიერი მიშენებებისთვის კერძო პირი ფიქსირებული თანხით, 3000 ლარით ჯარიმდება, ხოლო მშენებლობის სანებართვო პირობების თვითნებურად დარღვევისთვის 1000 ლარით და დემონტაჟით.
გასული წლის ბიჯეტში, უკანონო მიშენებისთვის საჯარიმო სანქციებიდან 20 000 ლარი უნდა შესულიყო. თუმცა, მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ქუთაისიპოსტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ბიუჯეტში 74 000 ლარი შევიდა.
მიმდინარე წელს ამავე დარღვევის გამო ბიუჯეტში გეგმა 40 000 ლამადე გაიზარდა. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის საჯარიმო სანქციებიდან ბიუჯეტში 34 000 ლარია შესული.
დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.