საზოგადოება
10 თეთრიანი შეღავათიანი მგზავრობის პროგრამა, შესაძლოა, გაუქმდეს
FaceBook
2018 წლიდან "10 თეთრიანი შეღავათიანი მგზავრობის პროგრამა", სავარაუდოდ, გაუქმდება.
ქუთაისის მერია პროგრამას, რომლის დახმარებითაც 10 ათასამდე ბენეფიციარი შეღავათით სარგებლობდა, არაეფექტურს უწოდებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის მგზავრობის 10 თეთრიანი ზრდა რეალურად მძიმე ფინანსური დარტყმა არ აღმოჩნდა.

"მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს 10 თეთრიანი მატება არ აღმოჩნდა დიდი დარტყმა. 10 და 20 თეთრს უკვე ლიფტში აგდებს ზოგიერთი. რაც დაიბეჭდა ბილეთები, მათი გატანა მოხდა დაახლოებით პირველი თვენახევრის განმავლობაში. შემდეგ უკვე მგზავრები აღარც კი მოდიოდნენ მათ წასაღებად. ფაქტია, რომ ამ პროგრამამ არ გაამართლა და ვფიქრობ, 2018 წლიდან აღარ იქნება, რადგან რეალურად არ იყო შედეგის მომტანი", - ამბობს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.

მისი თქმით, ქუთაისის მერიაში წლებია პარალელურად მუშაობს "უფასო მგზავრობის" პროგრამა, რომელიც 10 თეთრიანი შეღავათისგან განსხვავებით, ბენეფიციარებს სრულად ათავისუფლებს მგზავრობის გადასახადისგან. შესაბამისად, კიდევ ერთი პროგრამის არსებობის საჭიროება არ იყო. თუმცა, როგორც ირკვევა "უფასო მგზავრობის" პროგრამა მხოლოდ 1000 ბენეფიციარზეა გათვლილი, რაც 10-ჯერ მცირეა 10 თეთრიანი შეღავათით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაზე.

ტრანსპორტის განყოფილების უფროსი შეღავათიანი მგზავრობის ბილეთების დაბეჭდვასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უმჯობესია ეს თანხა სხვა მიმართულებით გადანაწილდეს.

"თანხა ჭირდებოდა ძალიან ბევრი, დაახლოებით ორჯერ-სამჯერ მეტი, ვიდრე "უფასო მგზავრობის პროგრამის ბილეთების დაბეჭდვას, თუმცა, მოსახლეობას რომ გაეგრძელებია ბილეთების გატანა, ეს პროგრამაც გაგრძელდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ბილეთი დარჩა გამოუყენებელი, რაც გვაფიქრებიებს იმას, რომ ეს პროგრამა აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი. ჯობია ეს თანხა სხვა რამეს მოხმარდეს", - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

პროგრამის გაგრძელებაზე უარს ამბობენ სატრანსპორტო კომპანიებიც, რომლებმაც 10 000 ბენეფიციარის ძველი ტარიფით მომსახურებაზე თანხმობა 8 თვის წინ განაცხადეს. მაშინ 10 თეთრიანი შეღავათის შესახებ მემორანდუმს ყველა გადამზიდავმა მოაწერა ხელი. თუმცა, კომპანიების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ შეთანხმება მხოლოდ წლის ბოლომდე იყო.

"შეთანხმებულები ვიყავით, რომ წლის ბოლომდე იმ 10 თეთრიან შეღავათს, რასაც ჩვენ გავწევდით, მერია არ აგვინაზღაურებდა, მაგრამ 2018-შიც ასე ვერ გაგრძელდება. ეს ბიზნესია და ჩვენ ფული გვაკლდება. თუ ამ თანხას მოსაკრებელში ჩაგვლითვლიან მაშინ თანახმა ვიქნებით, სხვა შემთხვევაში არა", - ამბობს შპს "ქუთტრანსპარკის" დირექტორი კარლო ჯანელიძე.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის გაძვირებას წინ მძღოლების ორდღიანი გაფიცვა უძღოდა. გაფიცული მძღოლები ამბობდნენ, რომ თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა, ქალაქის პარალიზებას მოახდენდნენ. მას შემდეგ, რაც მძღოლებმა დანაპირები შეასრულეს და ორი დღის განმავლობაში ქალაქში ტრანსპორტი არ მოძრაობდა, მერიამ მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით გააძვირა.

ამავე თემაზე:


ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება


ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე

"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.