საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - ვინ იყო ხარაზოვი და რატომ ჰქვია სკვერს ხარაზოვის ბაღი?
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რატომ ეძახიან ქუთაისში, საფიჩხიის უბანში მდებარე სკვერს, ხარაზოვს ბაღს? ( ვიდეო ნახეთ აქ ). 

"ქუთაისიპოსტმა" სკვერის ისტორიის მოკვლევის მიზნით, ქუთაისის ცენტრალურ არქივს მიაკითხა. თუმცა, არქივში აღნიშნულ ბაღის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, ინფორმაცია არ აქვთ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და სახელმწიფო მუზეუმშიც.
არქივის დირექტორი მერაბ კეზევაძე მხოლოდ იმას განმარტავს, რომ დაუზუსტებელი ინფრომაციით, ხარაზოვი ცნობილი  ვაჭარი იყო, რომელმაც აღნიშნული ტერიტორიაზე ბაღი მოაწყო.
ხარაზოვის ბაღის შესახებ მწირ ინფორმაციას, ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირქტორის, ზურაბ ჯავახაძის წიგნში "ქუთაისო, ჩემო დედავ" ვკითხულობთ.
ჯავახაძის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ხარაზოვის ბაღის ადგილი იმერეთის ეპარქიის მმართველობამ ქუთაისის სასულიერო სემინარიის ასაღებად ვიქტორ ვიტუშენსკისაგან შეიძინა, ფართით 1 დესეტინა და 740 კვ საჟენი.
"1917 წელს ეს მიწის ნაკვეთი იხსენიება როგორც ხარაზოვის ბაღი.  იმ დროისათვის მიწის ნაკვეთი ისევ სასულიერო მმართველობას ეკუთვნოდა. აღნიშნული სემინარია, რომელიც 1894 წელს დაარსდა, განთავსებული იქნა გორაზე ღამბაშიძის სახლში", - ნათქვამია წიგნში.
ზურაბ ჯავახაძის ინფორმაციით, ხარაზოვის ბაღში თვითნებურად ჭრიდნენ უნიკალური ჯიშის ხეებს.
ხარაზოვის ბაღის ირგვლივ ქვითკირის და რკინის გალავნი იყო გარშემოტყმილი.
"ხარაზოვის ბაღის ტერიტორიაზე ხშირად იმართებოდა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები", - ვკითხულობთ ზურაბ ჯავახაძის საავტორო წიგნში.
თუმცა, ამავე წიგნში არაფერია ნთქვამია, რატომ აქვს ბაღს ხარაზოვის სახელი ან ვინ იყო ის?
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სომეხმა ვაჭარმა გვარად ხარაზოვმა შეისყიდა აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც წლების განმავლობაში უვლიდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, ხარაზოვი იქვე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა.  ხარაზოვი მისივე სახლეობის ბაღშია დასაფლავებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.