საზოგადოება
აივნები შენობის სახურავზე და მშენებლობის "წართმეული" უფლება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე "ახალგაზრდულ- ქრისტიანული ასოციაცია" (YMCA)  მის გვერდით მშენებარე 6 სართულიან კორპუსზე აივნების მიშენებას აპროტესტებს, რომელიც ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, შენობის სახურავზე ექცევა და მას გაფართოების პერსპექტივას ართმევს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთ პროექტზე ნებართვის გაცემით, არამხოლოდ, სამშენებლო სტანდარტები დაირღვა, არამედ, მათ თავიანთ ზონაში მშენებლობის უფლება წაერთვათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია YMCA კორპუსზე აივნების მიშენების შეჩერების მოთხოვნით წერილის გაგზავნას ქუთაისის მერიაში გეგმავს,
კორპუსის მშენებელი კომპანია "დეველოპერ ვესტ გრუპის" დირექტორი, კახა სანოძე კი ამბობს, რომ ის მშენებლობას თავის ე.წ. წითელ ზოლში ახორციელებს და სამშენებლო ტერტორიაზე არა თუ მისი პროექტი, არამედ ის შენობაა შეჭრილი, სადაც "ახალგაზრდულ- ქრისტიანული ასოციაცია" ფუნქციონირებს.

თამარ მეფის ქუჩა N32-ში 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 28 თებერვალს გასცა. ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. შენობის მარცხენა მხარეს კი აივნების მოსაწყობად შესაბამისი მიშენებები უკვე გამზადებულია.

YMCA გამგეობის თავმჯდომარე თემურ იოსებაშვილი ამბობს, რომ სულ მალე აივნები შენობის თავზე მოექცევა, რაც მას ყოველგვარ პერსპექტივას დაუკარგავს.

"სტუმრები იყვნენ ჩამოსული, მეორე სართულის შეძენა უნდოდათ, მაგრამ ახლა ვინ მოკიდებს ხელს? პირდაპირ შენობაზეა გადმოსული აივნები. ჩვენ რომ მოვინდომოთ ამაზე დაშენება და გაფართოება, ვერაფერს გავაკეთებთ. ფაქტიურად დაგვიკარგეს ყოველგვარი პერსპექტივა. ამხელა რაღაცა რომ შენდება, ვინმე არ უნდა დაინეტრესდეს? ახლა ვამზადებთ წერილს ქუთაისის მერიაში წარსადგენად, მაგრამ ისეთი პრეცენდენტებია, რომ ამას ვინ მიაქცევს ყურადღებას", - ამბობს თემურ იოსებაშვილი.


აივნების მოსაწყობად გამზადებული ინფრასტრუქტურა კორპუსის მარცხენა მხარეს

თამარ მეფის ქუჩაზე, ორ სართულიან სახლში "ახალგაზრდულ- ქრისტიანულ ასოციაციას" აღნიშნული ფართი გერმანელმა პარტნიორებმა გადასცეს. თემურ იოსებაშვილის თქმით, შენობის ათვისება შპს "დეველოპერ ვესტ გრუპს" ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე სურდა, თუმცა, საბოლოოდ ეს იდეა არ განხორციელდა.

"ამ შენობის ადგილზე სურდათ თავიდან მშენებლობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ აივნები დაგვიშენეს ზედ. არათუ ასე ახლოს, 5 მეტრითაც რომ იყოს დაშორებული შენობები, აივნის გაკეთების უფლება მაინც არ აქვს მშენებელს. აქ უნდა აშენდეს ყრუ კედელი და იზოლირებული უნდა იყოს ჩვენი შენობა კორპუსისგან",-ამბობს თემურ იოსებაშვილი.

შპ "დეველოპერ ვესტ გრუპის" დირექტორი, კახა სანოძე მისი კორპუსის გვერდით მდებარე შენობით დაინტერესებას არ უარყოფას და ამბობს, რომ ამგვარ მოლაპარაკებებს არც მომავალში გამორიცხავს. რაც შეეხება, "ახალგაზრდულ- ქრისტიანული ასოციაციის" პრეტენზიებს, სანოძე შენობის მარცხენა მხარეს აივნების მშენებლობას საერთოდ უარყოფს და ამბობს, რომ პირიქით, შენობა, სადაც YMCA ფუნქციონირებს მის საზღვრებშია შეჭრილი.

"ვინ გითხრათ რომ იქ აივნებს ვაკეთებ? ჯერ არაფერია ამოშენებული და რა იციან იმათმა მე რას ვაშენებ? პირიქით, ისინი არიან შემოჭრილი ჩვენთან და ისე ჩანს, თითქოს ჩვენი კედელი ამ შენობაზე გადადის. ადგილზე, სადაც ახლა კორპუსს ვაშენებ, ადრე კერძო სახლი იყო, რომელიც მე შევიძინე. სწორედ ამ სახლის ტერიტორიაზე არიან გადმოსულები. მე ჩემი წითელი ზოლი მაქვს და ერთი სანტიმეტრითაც არ ვცდები", - ამბობს კახა სანოძე.


მშენებარე კორპუსსა და ორ სართულიან შენობას ერთმანეთისგან ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი აშორებს

წითელ ზოლზე საუბრობენ ქუთაისის მერიაშიც და განმარტავენ, რომ მშენებელი სრულად იცავს პროექტის ნორმებს.

მათივე თქმით, ქუთაისიპოსტის შეტყობინების შემდეგ ადგილზე არქიტექტურის სამსახურის წარმომადგნლები გავიდნენ და ვითარებას გაეცნენ.

"იყვნენ ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე. ის არის თავის წითელ ზოლში და შეუძლია თუ ნებართვა ექნება დააშენოს აივანი, ისევე როგორც ამ შენობის მეპატრონეებს აქვთ მშენებლობის უფლება ასევე თავის ზოლში", - ამბობენ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში.

შპს "დეველოპერ ვესტ გრუპს" სამუშაოების დასრულების ვადა 2019 წლის გაზაფხულამდე აქვს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ქუთაისელი
მამაკაცი,  18 წლის ცოლის  გადაუდებელი ოპერაციისთვის ფულს
ყოველ დღე, თითო–თითო ლარით აგროვებს.
16:44 / 22.05.2020

ახალგაზრდა ქუთაისელი მამაკაცი,  18 წლის ცოლის  გადაუდებელი ოპერაციისთვის ფულს ყოველ დღე, თითო–თითო ლარით აგროვებს.

ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის
კედლის ფილის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქის დაზიანების ბოლო
შემთხვევა 12 მაისს მოხდა.
14:25 / 22.05.2020
ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის კედლის ფილის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქის დაზიანების ბოლო შემთხვევა 12 მაისს მოხდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.