საზოგადოება
პარკირების ორმაგი გადასახადი - "კეთილი ნების" ბიზნესი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, სადაც ავტოსადგომისთვის აბონემენტების შეძენა ელექტრონულად ხდება, პარკირების ადგილზე ე.წ. სტაიანჩიკები თნხებს ისევ კრიბავენ.
მძღოლების თქმით, ე.წ. სტაიანჩიკები მათ ფულის გადახდას ( 0.30 ლარის) აიძულებენ, რადგან, მათი თქმით, უარის თქმის შემთხვევაში ისინი აგრესიაზე გადადიან. თუ ვისი დავალებით "მუშაობენ" ამაზე ე.წ. სტაინჩიკებს საუბარი არ სურთ. ჩვენთან საუბარში მხოლოდ ის განმარტეს, რომ ისინი თანხის გადახდას არავის აიძულებენ. პრობლემის მოგვარების მიზნით საგადასახო ინსპექციამ რამდენიმე მათგანი დააჯარიმა. თუმცა, ისინი "მუშაობას" მაინც აგრძელებენ.

ქუთაისში ე.წ. სტაინაჩიკებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეხვდებით. ზოგიერთ მათგანს კონტროლიორის ფორმაც აცვია და მანქანის დგომა-გაყვანაში ფულს ითხოვს.

"ვუთხარი, რომ აბონომენტი მაქვს და თანხას მისთვის არ უნდა გადამეხადა, თუმცა, ამაზე ისე მიყვირა და წამეჩხუბა,  რომ შემეშინდა და იძულებული გავხდი მიმეცა ფული," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ეკა ქათამაძე.

"ამ ქალაქში ვმოძრაობ მანქანით და ვიცი, რომ ეს საკითხი ჩემსავით ბევრს აწუხებს. "პარკინგსერვისმა" აიღო ადგილები, დახაზა, შემოიღო მანქანების დაყენების წესები, დააწესა საჯარიმო სანქციები და გვეგონა, ამ საკითხს მოევლებოდა. მაგრამ, ძალიან მალე, ამ ადგილებში ისევ გამოჩნდნენ "სტაიანშჩიკები", რომლებიც კვლავ ითხოვენ ფულს მანქანის დაყენებისთვის  და ფაქტიურად ორმაგ გადასახადს ვიხდით," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ზაზა კოსტავა.

ქალაქში პარკირების საკითხს მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს "პარკინგესრვისი" ახორციელებს. ორგანიზაციაში განარტავენ, რომ პრობლემა მათთვის ნაცნობია, თუმცა მის მოგვარებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

"პარკინსერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, მირანდა წივწივაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები სიტყვიერად ე.წ. სტაიანშიკებს აფრთხილებენ, თუმცა უშედეგოდ.

"გასულ წელს საგადასახადო ინსპექციამ მოახდინა რამდენიმე ე.წ. სტაიანჩიკის დაჯარიმება, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, გაფრთხილების მიუხედავად ისინი არ ტოვებენ ამ ტერიტორიებს და აგრძელებენ უკანონო თანხის ჩამოკრებას და მხოლოდ საკუთარი ჯიბეების სასარგებლოდ. ასე, რომ შპს "პარკინგსერვისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მძღოლს, დაიცვან საკუთარი უფლებები და არავის გადაუხადონ ხელზე დამატებითი თანხა," - ამბობს მირანდა წივწივაძე.

მისივე თქმით, "პარკინგერვისმა" საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე, იმ მიზნით რომ ძველ ე.წ. სტაიანჩიკებს სამსახური არ დაეკარგათ, კონტროლიორის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

"მოქმედი სტაიანშჩიკებისს 50% მეტმა არ ისურვა გამოცდებში მონაწილეობა, ხოლო ვინც მოვიდა, მათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო. თავისთავად ცხადია, რომ არაკვალიფიცირებული კადრი ვერ შეძლებს ისეთი საპასუხისმგებლო და ფორს-მაჟორული სამსახურის შეთავსებას, როგორიცაა კონტროლიორის სტატუსი," - განმარტავს მირანდა წივწივაძე.

"პარკინგესრვისის" ინფორმაციით, ქალაქში პარკირების საშვი ოფიციალურად 40 842 ადამიანს აქვს შეძენილი.

ავტოსადგომზე მსუბუქი ავტომობისლისთვის 1 საათით გაჩერება 0.50; 3 საათი –1 ლარი; ყოველი შემდეგი საათი 0.50 ლარი ღირს. ერთი დღით პარკირების ღირებულება 2 ლარით განისაზღვრა, ერთი კვირით –7 ლარი, ერთ თვე– 10 ლარი, 182 დღე ანუ ნახევარი წელი –25 ლარი, ხოლო მთელი წლით ავტომობილის პარკინგი 40 ლარი ღირს.

განსხვავებული ტარიფები მოქმედებს კერძო ტაქსების მძღოლებისთვის. მათ 10 დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევთ, 20 დღე –20 ლარის და ასე შემდეგ.

სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი კი 250 ლარი ღირს. პარკირების საფასურის გადახდა მძღოლებს კომერციულ ბანკებსა და სწარფი გადახდის აპარატებით შეუძლიათ.

ქუთაისში სულ 274 ავტოსადგომია, აქედან 147 საერთო სარგებლობის, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ დაემატოს პარკირების ადგილები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ღია ტიპის კაფეების შემდეგ,
მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც.
8 ივნისიდან
მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს
რეკომენდაციების დაცვით.
10:10 / 02.06.2020
ღია ტიპის კაფეების შემდეგ, მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც. 8 ივნისიდან მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.
ქუთაისში უძველესი
სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს.
თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან
გვიან გავიგოთ.
11:03 / 30.05.2020

ქუთაისში უძველესი სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს. თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან გვიან გავიგოთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.