განცხადებები
შევძინოთ გარემოს მეტი ფერები - ქუთაისის მე-13 ბიბლიოთეკა ფოტოკონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალი აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ,,წიგნი ობიექტივიდან"

დავინახოთ ბიბლიოთეკისა და წიგნის სამყარო! შევძინოთ ჩვეულ გარემოს მეტი ფერები!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც რეგისტრირებულია მკითხველად ქვეყნის ნებისმიერ ბიბლიოთეკაში. კონკურსის პირობები: 1. ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს. 2. ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამარჯვების შემთხვევაში, ფოტოზე იმავე უფლებას იტოვებს ბიბლიოთეკა. 3. ჟიურის ეძლევა უფლება, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი. 4. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება. 5. კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული და დაბეჭდილი სახით (15/21-ზე). 6. ფოტოები ავტორს არ დაუბრუნდება. 7. კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი. 3 საპრიზო ადგილის გარდა აღინიშნება ნომინაციები: 1. ემოციური მკითხველი; 2. იუმორისტული ფოტო; 3. ფოტოილუსტრაცია რეზო ჭეიშვილის ნაწარმოების მიხედვით; 4. ფოტორეპორტაჟი (სერია მინიმუმ 3 ფოტოსაგან. ჩაითვლება 1 ფოტოდ). I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს; ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტონამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ბეჭდური და ელექტრონული სახით 2015 წლის 10 მაისამდე. მისამართი: ქ. ქუთაისი, ლ. ნუცუბიძის ქ. N1 სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ.: 24 57 76; მობ.: 599 39 84 99. ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. N197 ტელ.: 29 03 34, მობ.: 597 55 55 70 ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it   გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება 25 მაისს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას
აგროვებენ.
21:26 / 04.05.2020
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას აგროვებენ.
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
11:14 / 08.03.2020
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.