პოლიტიკა
ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს
FaceBook
ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და ფიქრობენ, რომ მისი დაპატიმრება დაგეგმილ თამაშს უკავშირდება.

ამიტომ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.

ხურციძე ამერიკაში ჩასვლიდან ერთ თვეში მსოფლიო ჩემპიონს უნდა შეხვედროდა, მის დაპატიმრებაში ხურციძის ოჯახის წევრები მეტოქის ინტერესებს ხედავენ.

მაყვალა ხურციძე ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადმოცემას ითხოვს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
68 წლის გულნარა ხითარიშვილი ახალციხის სოფელ ვალედან ქუთაისში
კვირაში ერთხელ ჩამოდის. სოფლის პროდუქტები ჩამოაქვს და ბაზარში
ყიდის, ოჯახში საარსებო რომ მიიტანოს.
12:48 / 19.01.2025
68 წლის გულნარა ხითარიშვილი ახალციხის სოფელ ვალედან ქუთაისში კვირაში ერთხელ ჩამოდის. სოფლის პროდუქტები ჩამოაქვს და ბაზარში ყიდის, ოჯახში საარსებო რომ მიიტანოს.
„არ შეიძლება ადამიანი სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით
ისჯებოდეს“.
18:37 / 18.01.2025
„არ შეიძლება ადამიანი სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.