რეკლამა
კახა კალაძემ ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა (R)
FaceBook
"ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, მხარი უნდა დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომიერ განვითარებას ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს. მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ასე, ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას" - აღნიშნული განცხადებით"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერებს მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუ ვის ანდოს საკუთარი ქალაქის და მუნიციპალიტეტის მართვა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

"ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის. 21 ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას, თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი " - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.