რეკლამა
კახა კალაძე: ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება (R)
FaceBook
"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქართული სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, სახელოვანი სპორტსმენების ჩართულობა და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციაში.

"მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის და მხარდაჭერის იმედი. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი, რადგან ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და დედაქალაქის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ამ საქმეში" - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტსმენებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. შეხვედრას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა.

"დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი ერთ-ერთი სპორტული ქალაქიც გახდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ კახა წარმატებული მერი იქნება, რადგან ის წარმატებული იყო ყველა სფეროში და ამას მიაღწია თავდაუზოგავი შრომით, ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულით, უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო ქვეყნის სამსახურში, ერთგული ადამიანია და ამ თვისებებით ის შეძლებს, რომ საქართველოს ისტორიაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი იყოს" - განაცხადა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

კახა კალაძის პროგრამულმა ხედვამ სპორტსმენების მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

"პროგრამა შესანიშნავია. მისი მესამედიც რომ განხორციელდეს, ეს იქნება ბრწყინვალე. ყველაფერი გათვლილია და ბატონი კახას ენერგიიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ის მერობის ღირსეული კანდიდატია და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საარჩევნო რბოლას გამარჯვებით დაასრულებს. მე ვერ ვხედავ უბრალოდ მის კონკურენტს. ვფიქრობ, რომ მართლაც შთამბეჭდავია ეს პროგრამა" - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა.
"კახა რეალისტი კაცია და რეალურად აქვს შეფასებული რამდენად საპასუხისმგებლო პოსტზე უნდა ავირჩიოთ. ის სიტყვის კაცია და ჩვენც გვერდით დავუდგებით, რომ ეს წარმოდგენილი გეგმა შეასრულოს" - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.