რეკლამა
კახა კალაძე: ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში (R)
FaceBook
"თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს დღეს ვებპლატფორმა გააცნო, რომლის საშუალებით ისინი საკუთარი ხედვების თბილისის მერისთვის წარდგენას და განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეძლებენ.

"მინდა წარმოგიდგინოთ პლატფორმა, რომელზეც მიდის მუშაობა და რომელსაც მალე დავასრულებთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ამ პლატფორმის საშუალებით წარმოადგინოთ თქვენი კონკრეტული ხედვები და გეგმები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტებს და ერთად შევძლებთ მათ განხორციელებას" - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი თქმით, ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ და ის მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის.
"როდესაც საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომლებსაც ჰქონდათ იდეები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქალაქში. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩემი მზაობა თანამშრომლობისთვის, რათა ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და თითო აგური დავდოთ ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში. თქვენ იცით, რომ მართლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში" - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ვებგვერდის გარდა, ახალგაზრდებს თბილისის განვითარების შვიდი პოლიტიკა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას მერად არჩევის შემდეგ გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.