რეკლამა
კახა კალაძე: ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (R)
FaceBook
"ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს. ამჟამად, "ქართუ ჯგუფის" ინვესტიციის ფარგლებში, პანორამას, გალერეას, თაბორის მთის პროექტებზე დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული, პროექტების დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი დღეს ჩუღურეთისა და თემქის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.
კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 4 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება.

"ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია - ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის. ამიტომაც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტები განხორციელდება", - განაცხადა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ თემქის მოსახლეობას მუხიანში "რადიოქალაქის" მოწყობის იდეა გააცნო. მისი თქმით, რადიოქარხნის ვრცელ ტერიტორიაზე განთავსდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა, კაფე-ბარები, ღია კინოთეატრი, საგამოფენო სივრცეები და რეკრეაციული მწვანე ზონები.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას მაჟორიტარობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი, მიხეილ ჭკუასელი, ალექსანდრე ხუჯაძე და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქართულ ოცნებას 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში ხალხის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.