რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა და ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იამზე პაქსაშვილი წარუდგინა.

"ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაქათუბანსა და ვაშლევში ამორტიზებული გზები შევაკეთეთ. გასული წლების განმავლობაში, აქ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოსახლეობა გრძნობს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებს თქვენთან ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა თოფურიძემ.

მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

ნიკოლოზ თოფურიძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ხარაგაულში 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კერძოდ, მოხდება მთავარი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტში გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა; გაიზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს დაფინანსება; ასევე, ხელი შეეწყობა ტურიზმისა და სახელოვნებო განათლების განვითარებას.

"მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ყველაფერ იმას, რასაც ვაპირებთ, უთქვენოდ ვერ გავაკეთებთ", - მიმართა ბორითის ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.