რეკლამა
კახაბერ მახათაძე: სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე, დაბა შორაპნის ამომრჩეველს შეხვდა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
"ყურადღება დაეთმობა დაბაში ტურიზმის განვითარებას. სამომავლოდ, ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან მუზეუმის აშენება იგეგმება, სადაც ტურისტები ყვირილისა და ძირულის შესართავში არსებული, ანტიკური/შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღებას შეძლებენ", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული საკითხებია. ადგილობრივების თქმით, ფარნავაზის, ვაჩნაძისა და ჭიათურის ქუჩები რეაბილიტაციას საჭიროებს.

"მომდევნო წლებში, შორაპანში დაგეგმილია ან უკვე განხორციელების ფაზაშია მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, შიდა საუბნო გზების, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, საბავშვო სკვერებისა და სპორტული მოედნების აშენება", - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

კახაბერ მახათაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასევე სოფელ დილიკაურის ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

"ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლად ადამიანების დასაქმება, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.