რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხდება კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ქვილიშორში ვარდანიძეების მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და 7 შვილს ზრდის, მათ შორის, 5 არასრულწლოვანია.
მერობის კანდიდატმა სოციალური პროგრამების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში დღევანდელი მდგომარეობით არსებული სოციალური პროგრამები უფრო მრავალფეროვანი გახდეს. პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხდება ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის თანადაფინანსება" - გრიგოლ იოსელიანი.

მერობის კანდიდატმა ზეინაბ იამანიძეს, როგორც 7 შვილის აღმზრდელ დედას, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ:
"დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოს უკვე აქვს რამდენიმე სოციალური პროგრამა. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ."

გრიგოლ იოსელიანთან ერთად ვარდანიძეების ოჯახი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოს თემიდან - გრიგოლ ივანეიშვილმა მოინახულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.