რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ხარაგაულში ტურისტების შემოდინებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ნუნისის მოსახლეობას შეხვდა და ზვარის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ტალახაძე წარუდგინა.
მერობის კანდიდატის თქმით, ნუნისს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და მმართველი გუნდი მზადაა, პრიორიტეტი საკურორტო ზონების განვითარებას მიანიჭოს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ნუნისი მაღალმთიანი სოფელია, მოსახლეობა არაერთი შეღავათით სარგებლობს. სოფელში ყოველწლიურად ბევრი დამსვენებელი ჩამოდის, რადგანაც აქაურობა უნიკალური ბუნებითა და სამკურნალო წყლით გამოირჩევა. თითქმის ყველა ადგილობრივს საოჯახო სასტუმრო აქვს, რაც მაღალმთიან სოფლებში გარკვეულ შეღავათებთანაა დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ნუნისში მომავალ წელს ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასა და ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობს.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ხარაგაულში მეტი ტურისტის შემოდინებას. ამისთვის პირველი კომპონენტი გზის კაპიტალური რეაბილიტაციაა. ასევე, აუცილებელია ტურისტებისთვის საინფორმაციო დაფების მოწყობა. ნუნისი ტურისტებისთვის მიმზიდველი სოფელი უნდა გავხადოთ, რაც ერთიანად მოიზიდავს, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს და ხარაგაულს პოპულარიზაციას გაუწევს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ნუნისის წყლებით სარგებელი რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.