რეკლამა
ლელა ქიტესაშვილი: მაქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებლად განვახორციელებ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
როგორც მან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, თიანეთში მისი გამგებლობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

"კიდევ უფრო ბევრი საქმე გვაქვს დაგეგმილი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესრულდება. სასმელი წყლის პრობლემას საბოლოოდ გადავჭრით, რაც სამწუხაროდ, მოსახლეობას კვლავ აწუხებს. ასევე, მნიშვნელოვანია შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, აქტიური საკითხი იქნება", - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება ასევე, გარე განათების მოწყობის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მრავალბინიანი სახლების გადახურვის საკითები.

"მაქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად განვახორციელებ", - აღნიშნა თიანეთის მერობის კანდიადტმა.

ლელა ქიტესაშვილი რეგიონის მერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, დღეს მცხეთაში, პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.