რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ხელისუფლება ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა კანდიდატმა ვარძიის ამომრჩეველთან გამართა.

ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგალის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ვარძიის თემიდან მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ხიჯიკაძე წარუდგინეს.

"ჩვენ შემუშავებული გვაქვს ოთხწლიანი გეგმა. პირველ რიგში, ვიცით, რას აპირებს სახელმწიფო რეგიონებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. გზების მშენებლობა დაწყებულია და გაგრძელდება. აქტიურად ვმუშაობთ სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგებაზე, როგორც დაბაში, ასევე სოფლებში. მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი და გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. სახელმწიფოს მიერ შემუშავდება არაერთი პროგრამა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით", - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, "ქართული ოცნების" სახით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეგიონებზე ზრუნავს ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს.

"ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ ვიგრძნოთ უმოკლეს დროში ის სიკეთეეები, რაც მმართველი გუნდის პრიორიტეტია. ჩვენი თხოვნაა, მხარი დაუჭიროთ გუნდს, რომელიც დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უალტერნატივოა", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.