რეკლამა
არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი მედია საშუალება არსებობს, რომელთაც სურთ, მერობის კანდიდატებმა მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" პრაქტიკულად, ყველა წინასაარჩევნო მედია ფორმატში მონაწილეობს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დებატებში კანდიდატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მედიის ინტერესი იზრდება.

"ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში. ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებასა და მედიას პატივს სცემს და არ სურს, რომელიმე მედია საშუალება, ან მერობის კანდიდატი გამაორჩიოს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს", - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.