რეკლამა
კახი კალაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა (R)
FaceBook
"რამდენიმე დღეში ვგეგმავთ განათლების პოლიტიკის პრეზენტაციას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ განათლების მიმართულებით, როგორი იქნება მერიის მხრიდან პედაგოგების ხელშეწყობა. გარდა ამისა, არის იდეა, რომ თბილისში მოწყოს 5 ძალიან დიდი სასწავლებელი - ე.წ. ედუპარკი და ჩვენ ამ პროექტსაც წარვადგენთ," - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა.

"პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა პროფესიას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, სწორედ ამიტომ, თქვენი როლი განსაკუთრებულია მათ აღზრდაში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს" - განუცხადა პედაგოგებს კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი მასწავლებლებს თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და ქალაქში დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კიდევ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება.

დღეს 5 ოქტომბერია - მასწავლებლის მსოფლიო დღე, რომლის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.