რეკლამა
კახა კალაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გაიმართა, ეუთო-ს ანალიტიკოსები დიმაშ ალჟანოვი და ივან გოდარსკი, ასევე, კახა კალაძის გუნდის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე ესწრებოდნენ.

როგორც მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

"კითხვები ჰქონდათ, როგორც თბილისში, ასევე, მთლიანად საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რაც თბილისში პირველივე ტურში გამარჯვებას უკავშირდება და რის იმედსაც წინასწარი კვლევები გვაძლევს", - განაცხადა კახა კალაძის გუნდის წევრმა.
მაია ბითაძის თქმით, მერობის კანდიდატმა სადამკვივრვებლო მისიის წარმომადგენლებს თემატური შეხვედრების გეგმაც გააცნო და პროგრამული ხედვის შვიდი ძირითადი მიმართულება წარუდგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.