რეკლამა
კახა კალაძე: მთავარია უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი დასაქმებული გვყავდეს (R)
FaceBook
"ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

"ძალიან მიხარია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელი არის მოსული ამ შეხვედრაზე. ეს გასაგებიც არის, რადგან ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი, რის გაკეთებას ვაპირებთ, რა როგორ გვაქვს დაგეგმილი, რა პროექტები განხორციელდება. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია, შესაბამისად, ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შედგება შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან, მოიცავს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს.

ქალაქში არის რაიონები, რომელსაც სჭირდება განვითარება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რაიონების, უბნების თანაბარი განვითარება. თბილისში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ რაიონში და საკუთარ უბანში. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება გენერალური გეგმის მიღება, რომელიც ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, შესაბამისად, აღკვეთავს ქაოტურ განაშენიანებას, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა" - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქაოტური განაშენიანების გარდა, მერად არჩევის შემდეგ, იზრუნებს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასა და სოციალური საკითხების მოგვარებაზე.
თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად ჩუღურეთის მოსახლეობას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში - გიორგი ვოლსკი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი რიმა ბერაძე შეხვდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.