რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: გპირდებით, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლენა აბაშიძე ხუნევის თემში, მაღალმთიან სოფელ ბჟინევის მოსახლეობას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.

ლურსმანაშვილის განცხადებით, ბჟინევის გზის მშენებლობა შესაძლოა, მომავალ წელს მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდეს.

ხარაგაულის მერობის კანდიდატის განმარტებით კი, გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად იმუშავებს იმისთვის, რომ 2018 წელს ბჟინევის გზის რეაბილიტაციაში თანადაფინანსების სახით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ თავისი წვლილი შეიტანოს.

"სოფელში ორი თუ სამი ოჯახია, ვისაც სოციალური დახმარება შეუჩერდა და პირობას გაძლევთ, იანვრიდან ამ მიმართულებით ობიექტურობა აღდგება. მადლობა, რომ ერთი წლის წინ, ნდობა გამომიცხადეთ და თქვენი ბედი მომანდეთ. ვგრძნობ, რომ საერთო საქმეში, თქვენ ჩემ გვერდით ხართ. მჯერა, 21 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებთ და გპირდებით, ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ბჟინევი ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს. სოფელმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 2017 წელს მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინსულტის დროს, ყოველი წამი მნიშვნელოვანია!
18:50 / 08.04.2026
ინსულტის დროს, ყოველი წამი მნიშვნელოვანია!
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი გთავაზობთ სეზონურ
ლაბორატორიულ გამოკვლევებს სპეციალური პირობებით
მკაცრი ზამთრის შემდეგ ორგანიზმი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.
22:40 / 02.04.2026
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი გთავაზობთ სეზონურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს სპეციალური პირობებით
მკაცრი ზამთრის შემდეგ ორგანიზმი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.