რეკლამა
ბეგლარ სიორიძე ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე.

"ჩვენს გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და ვიცით ღირსების ფასი. "ქართულმა ოცნებამ" წინა საარჩევნო კამპანია ღირსეულად დაიწყო და ასევე ღირსეულად დავამთავრებთ ამ კამპანიას. დაპირებების გაცემა, რომლებსაც უხვად არიგებენ ოპონენტები, მარტივია, თუმცა შესრულება რთული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ. მე თქვენთვის მომინდია არჩევანის გაკეთება. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს". - განაცხადა ბეგლად სიორიძემ.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში წარმოდგენილ კანდიდატებს გამარჯვების შემდეგ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ.
"ჩემთვის ძალიან მშობლიურია ეს მხარე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მე მჯერა რომ წარმოდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ და მათ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ. ჩვენ თქვენთან ყოველდღიური ურთიერთობა გვინდა და ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა ყველას მმართველი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. ჯერ კიდევ რჩება ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინეს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის საკრებულოს სიის პირველი ათეული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.