რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: წყალტუბოს სოფლებში თანამედროვე ტიპის მეურნეობების განვითარებას შევუწყობთ ხელს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა, საარჩევნო პროგრამის წარდგენა ქვედა ზონის სოფლების ამომრჩეველთან შეხვედრებით დაასრულა.

გეგუთის, ვარციხჰესის დასახლების, პატრიკეთისა და ტყაჩირის მოსახლეობას გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები - რევაზ დიდავა (პატრიკეთის თემი) და შალვა კილაძე (სოფელი გეგუთი) წარუდგინა.

"ეს მხარე ცნობილია ბოსტნეული კულტურების მოყვანის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. ადგილობრივები აქტიურად სარგებლობენ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებით, მაგალითად, ტყაჩირში 10 ჰა ფართობზე გაშენებულია ამერიკული კაკალი. ჩვენი გუნდი ამ ხაზს გააგრძელებს - ჩვენ ხელს შევუწყობთ თანამედროვე ტიპის მეურნეობების განვითარებას, რათა აღნიშნული სოფლების ნაყოფიერი ნიადაგი სრულად იქნეს ათვისებული", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

გარდა ამისა, მერობის კანდიდატი წყალტუბოში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე იმყოფებოდა და კარდაკარის პრინციპით, აღნიშნული უბნის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ მიხეილ კაკაბაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.