რეკლამა
იუსტიციის მინისტრი და OGP-ის საქართველოს სამდივნო წარმომადგენლები კახა კალაძეს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ღია მმართველობის პარტნიორობის"(OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და OGP-ის საქართველოს სამდივნოს წარმომადგენლები "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს შეხვდნენ.
მერობის კანდიდატმა თეა წულუკიანს ხელმოწერილი "ღია მმართველობის ქვე-ეროვნული დეკლარაცია" გადასცა. კახი კალაძე პირველია მერობის კანდიდატებიდან, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა OGP-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა მათი ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ ითხოვა. კახა კალაძემ მასპინძლებს, ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის წარმატებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ასევე, განიხილა, თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი ახლო მომავალში "ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალურ სამიტს.

"მისასალმებელია, რომ საქართველო არის OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა. ზოგადად გამჭვირვალობა, ღიაობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ახლო მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამის პრეზენტაცია, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ თბილისის მერიაში", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, იგეგმება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ჟურნალისტებთან კომენტარი ასევე გააკეთა OGP-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, კახა კალაძე მერობის პირველი კანდიდატი, რომელიც ამ დროისთვის მათ ეწვია.

"მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა გაიყვანოს დიდ მასშტაბზე 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაწყებული ურთიერთობა "ღია მმარველობის პარტნიორობის" ორგანიზაციასთან, რადგან თბილისი ამ დროიდან ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც ორგანიზაციას შეუერთდა პარიზთან ერთად", - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, OGP-ის საქართველოს სამდივნო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, კახი კალაძის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც შეხვდეს და მათი ხედვები მოისმინოს.

როგორც ცნობილია, "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრი ქალაქი თბილისი − ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2016 წელს "ღია მმართველობის პარტნიორობას" შეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო თავმჯდომარეობს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც, დღეის მონაცემებით, 75 ქვეყანაა. "OGP"-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. საქართველოში "ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას "OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო არენაზე.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქართულ ოცნებას 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში ხალხის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.