რეკლამა
ლევან დავითაშვილი დევნილ მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი ვაზისუბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრისას ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დევნილების პრობლემა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" პრიორიტეტულია.

"მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამა მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე დგას.
გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობის პრობლემები პრიორიტეტულია მთლიანად ცენტრალური ხელისუფლებისთვის. მოგეხსენებათ, უკვე ათასობით დევნილ ოჯახს კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა და ეს პროგრამა კვლავ გრძელდება.

აქედან გამომდინარე, პრობლემები, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, აუცილებლად მოგვარდება და დევნილთა საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ 21 ოქტომბერს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთოს",-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.