რეკლამა
გიორგი ბირბიჩაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე-6 კვარტალში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"მიუხედავად ამინდისა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 18 დღე რჩება და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს - შევხვდე თითქმის ყველა ამომრჩეველს, მოვისმინო პრობლემები, გავაცნო ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა, რადგანაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რას გააკეთებს მომავალში მის მიერ არჩეული გუნდი. ჩვენ გვაქვს, როგორც ქალაქის, ასევე, თითოეული რაიონის განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას, ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმას, დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას, პარკირების სისტემის, ასევე, საცობების დარეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. სწორედ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა და კარდაკარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის,"- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს ისეთ ოჯახებსაც სტუმრობდა, რომელთა წევრებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სურვილის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ვერ ესწრებიან. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკის გამგებლის მოადგილედ მუშაობისას, მისი საკურატორო სფერო, სწორედ, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იყო.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში მე პირადად ვხვდებოდი თითქმის ყველას, ვინც სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით გამგეობას მიმართავდა და კარგად ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი რაიონი. სწორი მენეჯმენტით, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ 15 000-მდე ადამიანს გავუწიეთ დახმარება და მე მათ მხარდაჭერას დღეს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ვპირდები ამომრჩეველს, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სოციალური შეჭირვება მინიმუმამდე დავიდეს. ასევე, გაგრძელდება ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ყველა პროგრამა და ამოქმედდება დამატებით ახალი პროგრამები, იმისათვის, რომ თბილისელებმა იგრძნონ შვება და იცხოვრონ ღირსეულად,"- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.