რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ტალახაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობას შეხვდნენ.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

"საგზაო ინფრასტრუქტურა ყველა სოფელში მოწესრიგდება. პრიორიტეტი მიენიჭება კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა და ოცივე ადმინისტრაციულ ერთეულს ეტაპობრივად მოვიცავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, გზებზე მოეწყობა გარე განათებები, გაგრძელდება გაზიფიცირება, ასევე, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ახალგაზრდების მოთხოვნებს სოფლებში. გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ", - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სოციალური დახმარების შეჩერება და ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა დაასახელა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.