რეკლამა
გიორგი ბირბიჩაძე თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ბირბიჩაძე დღეს თხინვალასა და აგარაკის დასახლებებში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქის ყველა რაიონი ერთიანი სტანდარტით განვითარდეს, რაც თავის მხრივ, ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სერვისების ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

"თბილისს შემოერთებულ დასახლებებში ძირითადი პრობლემები საგზაო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს უკავშირდება. ასფალტის საფარის აღდგენისა და ცოტახნის წინ განხორციელებული წყალმომარაგების სამუშაოების მიუხედავად, სოფელ თხინვალაში ზოგიერთ ოჯახს მაინც საკუთარი ძალებით უწევს აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება. რაც შეეხება სოფელ აგარაკებს, მოსაწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ზოგიერთ ოჯახს ბუნებრივი აირი შესაბამისი წნევით არ მიეწოდება, რაც ასევე მოსაგვარებელია. ჩვენი გუნდი ამ ადამიანებს სთავაზობს უკეთეს საცხოვრებელ პირობებს, გარემოს, სადაც თითოეული მათგანი თავს ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ ერთადერთი გზით - 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლით და ქალაქისთვის სასიკეთო არჩევანის დაფიქსირებით არის შესაძლებელი,"- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დღესვე ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ის 28-ე "ა" კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ წარდგენილი 7 ძირითადი პოლიტიკა გააცნო. გიორგი ბირბიჩაძის თქმით, ახალი გუნდი გამარჯვებისთანავე შეუდგება დედაქალაქის თითოეულ რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას და ამ მუშაობის შედეგი თბილისელებისთვის სულ მალე გახდება ხელშესახები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.