რეკლამა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

"თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მერობის კანდიდატებს მთელი საქართველოს მასშტაბით წარადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.