რეკლამა
კახა კალაძე გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო.
თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.
მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.

"2012 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა ჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ამ ადამიანებზე, ამავდროულად, ვიმუშავებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შევამციროთ სიღარიბის დონე და ქალაქში მეტი დასაქმებული გვყავდეს" - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
შეხვედრას, ასევე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან კობერიძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან ჯოხაძე ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური
სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის
სტუდენტისთვის ღიაა.
13:53 / 31.05.2024

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.