რეკლამა
კახა კალაძე ექიმებს შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მხარდამჭერთა კლუბში, ექიმებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვა წარუდგინა.
კახა კალაძემ მედიკოსებს ურბანული, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ასევე, მართვის პოლიტიკები გააცნო.
თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერია იზრუნებს, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადამიანების ჯანმრთელობა და საარსებო გარემო მეტად დაცული იყოს.
"ჩვენ წარმოვადგინეთ მთლიანი პროგრამული ხედვა, მათ შორის, საუბარი იყო ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ძირითადი მიმართულებებია, რომელიც საკმაოდ აქტუალურია დღეს თბილისელებისთვის. დღეს ექიმებს გავაცანით სამომავლო გეგმები. ისინი არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ჩვენი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და ვფიქრობ, კმაყოფილები დარჩნენ. ამ პროექტების განხორციელება რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს და მჯერა, რომ თბილისელებთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ ამ პოლიტიკური მიზნების შესრულებას" - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას ჯანდაცვის სპეციალისტებთან და ექიმებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
"თავიდან, როდესაც გავეცანი სოციალური ჯანდაცვის ნაწილს, მართალი გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან პრაქტიკულად სინქრონიზებულია ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცდელობები, ძალისხმევა იმისათვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობა გახდეს უკეთესი. მე მჯერა, რომ კახი კალაძე იქნება ძალიან კარგი მერი და გვექნება მეტი შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს მეტი შვება მივცეთ" - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კახა კალაძის პროგრამულ ხედვაში წარმოდგენილი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები შეაფასეს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმაც.
"იმისთვის, რომ ჩვენ, ექიმებმა, მაქსიმალურად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო, შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს, უნდა განვითარდეს ეს სერვისები. ამისათვის კი გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი თვითმმართველობები, ძლიერი მერი. რა თქმა უნდა, კახა კალაძე იქნება წარმატებული მერი. მას უწევს საკმაოდ რთული გზის გავლა და ჩვენი, თითოეული ექიმის ძირითადი მიზანია მას ამ გზის გავლაში დავეხმაროთ და შევქმნათ მაქსიმალურად ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო სიცოცხლით სავსე ქალაქში" - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ახალი გამოწვევის - ალერგიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშევნელობა ენიჭება ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის, რომ იყოს ჯანსაღი გარემო, იყოს ნატურალური პროდუქტი და რაც შეიძლება ალერგენებისგან და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვებისგან თავისუფალი საშუალებები, რომელსაც მოიხმარს ადამიანი. ვინაიდან ალერგია გახდა მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეკოლოგიურ ჰარმონიას და ამიტომაც, მნიშვნელოვანია იყოს გამწვანებული ქალაქი, ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ჩვენი მცხოვრებლებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, უნდა დაწესდეს ძალიან დიდი კონტროლი საკვებ პროდუქტებზე, ჰაერზე, წყალზე და ყველაფერ იმასთან, რასთანაც ჩვენ ბავშვებს აქვთ ურთიერთობა. ამ მხრივ, იმედს გამოვთქვამ, წარმოდგენილი ხედვა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის" - განაცხადა მაია გოთუამ.

კახა კალაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრებს აგრძელებს. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თბილისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიიღონ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესახებ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური
სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის
სტუდენტისთვის ღიაა.
13:53 / 31.05.2024

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.