რეკლამა
ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
ლევან ლიპარტია პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბორჯომის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს ასევე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ, ხალხის წინაშე პირნათლად წარვსდგეთ და ბორჯომი ერთ-ერთ წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ", - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.