რეკლამა
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

"ეს ადამიანები მზად არიან, 24 საათის განმავლობაში, თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებისთვის იმუშაონ; არ დაიშურონ ძალა - გამოიყენონ თავიანთი გამოცდილება იმისთვის, რომ როდესაც სამი წლის თავზე აქ შევხვდებით, ყველანი პირნათელი ვიყოთ თქვენს წინაშე. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას". მჯერა, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატებს აირჩევთ და "ქართული ოცნების" კანდიდატები ნადვილად ასეთები არიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები რამდენიმე რეგიონში უკვე წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.