რეკლამა
ლევან დავითაშვილი ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონსა და ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას დევნილმა მოსახლეობამ სანიაღვრე სისტემის, გარე განათებისა და შენობების ფასადების მოწესრიგება მოითხოვა.
როგორც ლევან დავითაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დასახელებული პრობლემების დროულად მოგვარებაზე იმუშავებს.

"დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ეს მძიმე თარიღია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ კერას მალე დაუბრუნდება. იქამდე კი ყველა ვალდებული ვართ, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამ კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. ათასობით დევნილ ოჯახს უკვე კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ჩვენ გუნდს გააჩნია კონკრეტული პროგრამები ამ მიმართულებით, მე კი, გამარჯვების შემთხვევაში, ამ ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვიღონებ"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.