რეკლამა
ზესტაფონის მერობის კანდიდატი არგვეთის თემის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ არგვეთის თემის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ტრანსპორტის, სწყლისა და გაზის პრობლემები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო სკოლისა და საბავშვო ბაღის რესტავრაციის საკითხს.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ადგილობრივების იმ კითხვებსაც უპასუხა, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

"ოთხი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული. სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო სახელმძღვანელოები, ეს ის პროგრამებია, რომელიც გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ტუკვაძე წარუდგინა და არსებული პრობლემების მოგავრებაში დახმარებას დაპირდა.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.