რეკლამა
კახა კალაძე: „ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს“ (R)
FaceBook
მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.
"ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს" - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე და აღნიშნა, რომ ავტოპარკი განახლდება.

"ვაპირებთ ავტოპარკის განახლებას და 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიულობის გაზრდა. ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება" - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონული მართვაზე გადავა და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი.
"ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს", - განმარტა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან.
"ეს არის ოპერაციები, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა სამედიცინო კვლევები. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამებით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია. გვესმის ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა, ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, შესაბამისად, ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება" - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა ჯანდაცვის რეფორმა, ხაზი გაუსვა 2012 წლიდან ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"ბატონი დავით სერგეენკო აქ არის და მადლობა მას, მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ამ რეფორმისთვის. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც უფულობის გამო, უსახსრობის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ესარგებლათ ექიმისა და საავადმყოფოს მომსახურებით. ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული და მილიონობით ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით" - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს.
სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.