რეკლამა
კახა კალაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის განახლება“ (R)
FaceBook
კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად ახალი კონცეფცია შემუშავდება და განვახორციელებთ" - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კახა კალაძის გეგმები შეაფასეს პრეზენტაციაზე დამსწრე მშობლებმაც.

"ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მშობლისთვის, რომლის შვილიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც დღეს მოვისმინე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო განწყობა, რომელიც აშკარად იგრძნობოდა და დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ ზოგადად, ბავშვებს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ განსაკუთრებული ხელშეწყობა" - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

სოციალური პოლიტიკის წარდგენას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.