რეკლამა
კახა კალაძე დიდუბისა და დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
კახა კალაძე დიღმის მასივისა და დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პროგრამული ხედვები წარუდგინა და მათი განხორციელების გზებზე ესაუბრა.
კახა კალაძის თქმით, დაგეგმილი პროექტების განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

"საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რისი დიდი გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი" - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების განხილვის გარდა, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საკუთრების დაკანონების პრობლემას. მისი თქმით, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ გასცდნენ ბიუროკრატიულ ბარიერებს, მისი მერობის პირობებში აღნიშნული პრობლემა დროულად მოუგვარდებათ.

თბილისის მერობის კანდიდატი ქუჩის ბინადარი ცხოველების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ჰუმანური მიდგომითაა შესაძლებელი.
კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ილია წულაია, ასევე, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.