რეკლამა
კახა კალაძე: „საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული“ (R)
FaceBook
"ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის კომუნიკაციები.

იმავე კორპუსში მცხოვრები რეზო კვანჭიანის თქმით, აღნიშნულ ოჯახებში მცირეწლოვანებიც ცხოვრობენ და იმის გამო, რომ კომუნიკაციები საცხოვრებელ სახლებში ვერ შეჰყავთ, ზამთრის გადატანა მათ მძიმე პირობებში უწევთ.

კახა კალაძის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც 10-20 წლის განმავლობაში ვერ იკანონებენ საკუთრებას, გაიმიჯნებიან მათგან, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში. 

"ამ ადამიანებს ბიუროკრატიის წინაშე ხელცარიელს არ დავტოვებ. შესაბამისად, დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ეს არის მიწის ნაკვეთებზე აშენებული სახლები, სადაც 10-20 წელია ცხოვრობენ. მე მესმის, რომ არსებობს პრობლემები, რადგან 2012-ში, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიზანმიმართულად იჭრებოდნენ. ამის გამიჯვნა შესაძლებელია", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.