რეკლამა
კახა კალაძე: „ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს“ (R)
FaceBook
"ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, გარდა ეკოლოგიის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების მიმართულებებისა, ყურადღება მიექცევა სოციალურ საკითხებს და სამუშაო ადგილების შექმნას.

"სოციალური პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება. რამდენიმე დღეში კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. ტყუილად არ ვამბობ იმას, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას და უფრო მეტი დასაქმებული, რეალიზებული ადამიანი. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქს დაუბრუნდეს და შეუნარჩუნდეს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ამისათვის, თბილისის მერობის კანდიდატი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

"ჩვენ 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ, 4 წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის საგანძური, რომელსაც მოვლა-პატრონობა და მოფრთხილება სჭირდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.